სამკურნალო მცენარეები - უნაბი
25 / 05 / 2019

ბოტანიკური აწერილობა. უნაბი ეკუთვნის ხეჭრელისებრთა ბოტანიკურ ოჯახს და ზიზიფუსის გვარს. გვარში მრავალი სახეობა ითვლება, მათ შორის ჩვენში ფართოდ ცნობილი უნაბი წარმოადგენს წვრილნაყოფა ფორმას (Ziziphus vulgaris). ხოლო მსხვილნაყოფა უნაბს - ჩინურ უნაბს „იუბას“ ( Z. jujuba) უწოდებენ.

უნაბის მსხვილნაყოფა ფორმა ანუ ჩინური ფინიკი წარმოადგენს 5-8 მეტრამდე სიმაღლის ხეს. ახალგაზრდა ხე ეკლიანია, ხნოვანებასთან ერთად ეკლები ქრებიან. ფოთლები ყოველწლიურად ცვივა, ყვავილები წვრილი და სურნელოვანია, ორსქესიანია, რამდენიმე ერთადაა შეგროვილი.

ნაყოფი კურკიანია, ოდნავ ფქვილისებრი, სასიამოვნო გემოსი. იგი ფორმისა და სიდიდის მიხედვით მეტად ცვალებადია: მომრგვალო ოვალური, მსხლისებური და მრგვალი. სიდიდით 51 მმ-ს აღწევს.

კურკა სხვადასხვა ფორმისა და სიდიდისაა. კულტურული ფორმების მეტ წილ ჯიშებზე ის წაგრძელებულია და ორივე ბოლოზე წვეტი აქვთ. რბილობი კარგად სცილდება.

მცენარე ყვავილობას იწყებს გვიან - 5-20 მაისიდან და ამთავრებს 15 ივლისამდე. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.

ნაყოფი გემოთი და გარეგნობით მოგვაგონებს ფინიკს, რის გამო მას ჩინურ ფინიკსაც უწოდებენ. მის შედგენილობაში 20 – 22 % - მდე შაქარია, ხმელი ნაყოფი კი 60 – 70 % შაქარს შეიცავს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება. ანთების და ხველის საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, მაანესტეზირებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ანტისკლეროზული, წნევის დამწევი, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი.

გამოყენება მედიცინაში. გამოიყენება დაბალი და მაღალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის, ძვლის, კანისა და თვალის ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ჭრილობების, მაღალი არტერიული წნევი, ბრონქიტის, თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების,თმის გაცვენი, ხველის, უძილობის, თავბრუსხვევის, ყივანახველას, სტომატიტის დროს.

უნაბი შეუცვლელია მათთვისაც, ვისაც ორგანიზმის უჯრედების მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ტოქსინების, შლაკების, ზედმეტი სითხისა და მარილებისგან გაწმენდა სურს. გარდა ამისა, უნაბს გააჩნია უნიკალური მატონიზებელი, შარდმდენი, დამამშვიდებელი და ნაღველმდენი თვისებები.

მავნე ნივთიერებების გამოდევნის საშუალებით, უნაბი ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობის ნორმალიზებას.

მეძუძურ დედებს კენკრის ჭარბი დოზით მიღება ეკრძალებათ, რადგან ეს ნაყოფს დააზიანებს, მაგრამ ძუძუთი კვების დროს კი უნაბის მიღება აუცილებელია, რადგან იგი სარძევე ჯირკვლების მოქმედებას ასტიმულირებს. შესაბამისად, ახალშობილი გაუმჯობესებული ხარისხისა და უხვი რაოდენობის რძეს იღებს.

უნაბის ფოთლებს გასაოცარი თვისებები აქვს. მათი მთავარი თვისება ანესთეზიაა. ყველაზე ხშირად მათ კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ: ტკივილის გასაჩერებლად საკმარისია, უნაბის ხის მხოლოდ ერთი ფოთოლი გავღეჭოთ. იგივე მეთოდი გამოიყენება სტომატიტის სამკურნალოდაც.

ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად, ან რთული დეპრესიიდან გამოსასვლელად, ხალხური მედიცინა უნაბის ფოთლებისგან მომზადებულ ჩაის გვირჩევს. მისი დოზირება მკაცრად ინდივიდუალურია და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მიღება რეკომენდებული არ არის.

უნაბის ნაყოფის ნაყენი ეფექტურად ებრძვის ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებებს. რეგულარული გამოყენებისას, ის გულის მუშაობასაც აუმჯობესებს.

გარდა ამისა, უნაბის ფოთლებს ერთი საინტერესო თვისება აქვს: ისინი ბლოკავენ გემოს ზოგიერთ რეცეპტორს, ანუ იმისთვის, რათა პირში აღარ შევიგრძნოთ ზედმეტი სიცხარე ან სიტკბო, უნაბის ერთი ფოთლის გაღეჭვაც კმარა.

უნაბის უკუჩვენებები

უნაბი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და კანცეროგენებს. მიუხედავად ამ მცენარის უამრავი სასარგებლო თვისებისა, არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლისთვისაც მას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია - ესენი არიან მომატებული არტერიული წნევის მქონე ადამიანები და ისინი, ვისაც ჰიპერტონიული კრიზები გადაუტანია. მოკლედ, ჰიპერტონიკებმა მცენარის განურჩევლად ყველა ნაწილზე (მათ შორის ნაყოფზეც) უარი უნდა თქვან.

ზოგადად, უნაბის ნაყოფის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის. საშუალოდ, სასურველია დღეში უნაბის მხოლოდ 40-დან 80 გრამამდე ნაყოფის მიღება.

ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად უდიდესი დადებითი ეფექტისა, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ უნაბის ფოთლების ნაყენისა და ჩაის მიღებას.

წინააღმდეგჩვენება. არ არის დადგენილი.

ნაყენის დამზადების წესი. ნახარში (ფესვის): 20 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხავენ 0,5 ლ. ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს, ადუღებენ დახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში (რომელსაც წინასწარ აცხელებენ წყლის ორთქლზე 15 წუთი) წყლის ორთქლის აბაზანაზე 45 წუთს, აცივებენ 10 წუთს, წურავენ დოლბანდის 2-3 ფენაში და მიიყვანენ ანადუღარი წყლით მოცულობას საწყისს დონემდე.

მიღება გარეგანად, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. თავს იბანენ ღამით, თმებს არ იმშრალებენ. კურსი 3 – 4 კვირა.

ნახარში (ფოთოლი, ყლორტი, ქერქი): 10 გ მშრალ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხავენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს, ადუღებენ დახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში (რომელსაც წინასწარ აცხელებენ წყლის ორთქლზე 15 წუთი) წყლის ორთქლის აბაზანაზე 45 წუთს, აცივებენ 5 წუთს, წურავენ დოლბანდის 2 – 3 ფენაში და მიიყვანენ ანადუღარი წყლით მოცულობას საწყისს დონემდე.

მიღების წესი. 2 სუფრის კოვზი 30 წუთით ადრე ჭამამდე. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჭრილობების დროს.

ნახარში (ნაყოფის): 4-5 ც. მშრალ დაქუცმაცებულ ნედლელს ასხავენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს, ადუღებენ დახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში (რომელსაც წინასწარ აცხელებენ წყლის ორთქლზე 15 წუთი) წყლის ორთქლის აბაზანაზე 40 წუთს, აცივებენ 10 წუთს, წურავენ დოლბანდის 2-3 ფენაში და მიიყვანენ ანადუღარი წყლით მოცულობას საწყისს დონემდე.

მიღების წესი. 1/3 – 1/2 ჭიქა 3 -ჯერ დღეში, 15 - 20 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი: 10-15 დღე, წნევის კონტროლის ქვეშ.

კურსის გამეორება შეიძლება 5 -10 დღის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები