
გამომწვევი სოკო – Uncinula necator.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 24-25°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85% და მეტი.
სიმპტომები. ნაცრით დაავადებული მცენარის ნაწილები იფარება მოთეთრო ფიფქით. დაავადება ვრცელდება ვაზის ფოთლებზე, ყლორტზე და მტევანზე.
ნაცრით დაავადებული ყლორტი წყვეტს ზრდას, ფოთოლი იკრუნჩხება, ყვითლდება, ხმება და ნაადრევად ცვივა. დაავადებული ყლორტი იმდენად მოუმწიფებელი რჩება, რომ ზამთრის ყინვებს ვერ უძლებს და იღუპება.
ვაზის ყვავილები იშვიათად ავადდება ნაცრით. დაავადების შემთხვევაში ყვავილებზე ვითარდება ნაცრისათვის დამახასიათებელი ფიფქი; დაავადებული ყვავილები ხმება და ცვივა. ნაცრის გამოჩენა ყველაზე საზიანოა ისვრიმობის ფაზაში, რადგანაც დაავადებული მარცვალი აღარ იზრდება, კანი ხევდება და სკდება. საიდანაც მოჩანს წიპწა.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები:
ნაცრის წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება ტებუკონაზოლის, გოგირდის, ჰექსაკონაზოლის და დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდები.
-
ძაღლის ავთვისებიანი შეშუპება - სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 1439 ნახვა
-
წაყინვებით დაზიანებული ვაზის აღდგენა 15.11.2018 5474 ნახვა
-
იაჟუჟუნა (სამფერა ია) - სამკურნალო მცენარე 09.03.2020 814 ნახვა