
გამომწვევი სოკო – Gloeosporium ampelophagum
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 24-25°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90% და მეტი.
სიმპტომები. ანთრაქნოზით ავადდება ვაზის ფოთლები, ყლორტები და ნაყოფი. ყლორტის დაავადების შემთხვევაში სიმპტომების სახით ყლორტებზე ჩნდება მოგრძო ლაქები, რომელთაც წითელი გარსი აქვთ. დაავადების გავრცელებისათვის ოპტიმალური პირობების არსებობისას, ეს ლაქები იზრდებიან და ერთმანეთს უერთდებიან, რაც ყლორტის გაშავებას და დეფორმაციას იწვევს.
ანთრაქნოზით ვაზის ფოთლის დაავადების შემთხვევაში, ფოთოლზე ჩნდება წვრილი ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები ხმება და იშლება, რის გამოც ფოთოლი დაცხრილულს წააგავს.
მარცვლის დაავადების დროს იმავე სახის ლაქა ჩნდება მარცვალზე, მაგრამ იგი ხშირად მომწიფებას ასწრებს, დაავადების გაძლიერების შემთხვევაში კი მარცვალი ხმება.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.
ბრძოლა/წამლობები:
ანთრაქნოზის წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება სამფუძიანი სპილენძის სულფატის, მეთირამი+სპილენძის დიჰიდროქსიდის კომბინაციის და დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდები.
-
ბროკოლის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1524 ნახვა
-
ვაზის ჯიშები - ცოლიკაური 17.01.2019 2468 ნახვა
-
ვაზის ალტერნარიოზი 25.02.2020 2937 ნახვა