ყურძნის თეთრი სიდამპლე
25 / 02 / 2020

გამომწვევი სოკო – Coniothyrium diplodiela.

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 24-25°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90% და მეტი.

სიმპტომები. დაავადება ჩნდება ვაზის მწვანე ნაწილებზე, ძირითადად კი მარცვლებზე. ამ დროს მარცვლებს უჩნდებათ ყავისფერი ლაქა, რომელიც შემდგომ მთელს მარცვალს ედება. დაავადებული მარცვალი წააგავს გათუთქულს, რაღაც პერიოდის შემდეგ ის ჭკნობას იწყებს, შრება და იფარება მოთეთრო წერტილებით. დაავადების ძლიერი განვითარებისას  მტევანი მთლიანად ხმება. ავადდება მტევნის ყუნწიც. დაავადებული ყუნწი საღი მტევნის სიმძიმეს ვერ უძლებს, წყდება და მტევანი ძირს ვარდება.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლა/წამლობები:

  • ვაზის დაცვა მექანიკური დაზიანებებისაგან
  • დაავადებული რქებისა და მტევნების შეგროვება და დაწვა
  • დაავადების გაჩენის რისკები მნიშვნელოვნად იზრდება დასატყვილ ვენახებში, ამიტომ სეტყვის შემდეგ, ფოთლების შეშრობისთანავე აუცილებელია წამლობის ჩატარება რეკომენდირებული პრეპარატებით.

დაავადების წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება მაგალითად:

  • ფლუდიოქსონილი+ციპროდინილის კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.
  • პენკონაზოლის შემცველი ფუნგიციდები.

 

მსგავსი სიახლეები