
25 / 02 / 2020
გამომწვევი სოკო – Guignardia baccae.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 25-27°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80-100%.
სიმპტომები. დაავადება აზიანებს ვაზის ყველა მწვანე ნაწილს. აგრეთვე, აავადებს მტევნის კლერტს და მარცვლებს.
ვაზის ფოთლებზე წარმოიშობა ოდნავ ამობურცული, მოყავისფრო ლაქები, დიამეტრით 1,5 სმ-მდე. ამ ლაქებზე შესამჩნევია წვრილი შავი წერტილები, ასეთივე წერტილები ჩნდება ვაზის სხვა მწვანე ნაწილებზე და მათ შორის მარცვლებზეც. დაზიანებული ფოთლის ნაწილები ხმება, დაზიანებული მარცვალი მუქდება, ჭკნება და ხმება.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები: დაავადების წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება მაგალითად:
- პროპინების შემცველი ფუნგიციდები.
- დიფენოკონაზოლი+ციფლუფენამიდის კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.
-
პომიდორის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 796 ნახვა
-
ლობიოს მურა ბაქტერიული ლაქიანობა - სიმპტომები და პრევენცია 17.01.2019 1502 ნახვა
-
რეჰანის სასარგებლო თვისებები 07.05.2019 4483 ნახვა