
25 / 02 / 2020
გამომწვევი სოკო –Alternaria vitis Camara, A.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 25-30°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 92-100%.
სიმპტომები. ფოთლებზე ჩნდება ღია-ვერცხლისფერი ან ყავისფერი ლაქები. ხოლო ლაქების ზედაპირზე კი ფორმირდება შავი ფერის ფიფქი. დროთა განმავლობაში ლაქების გაჩენის ადგილებზე ფოთლის ქსოვილები შავდება და ხმება.
მტევანზე, მარცვლების კანი ნაოჭდება და მარცვალს უჩნდება მუქი-ნაცრისფერი ნადები. ასეთ მარცვალს ახასიათებს არასასიამოვნო გემო და გამოუსადეგარია მოხმარებისათვის.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები:
დაავადების წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება მაგალითად:
- მეტალაქსილი+მანკოცების კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.
- სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდის კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.
-
მზესუმზირას წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 2592 ნახვა
-
ვაზის ნაცარი - სიმპტომები და ბრძოლის ღონიძიებები 25.02.2020 15621 ნახვა
-
მარწყვის ფოთოლჭამია – აღწერილობა და წამლობები 18.01.2019 2325 ნახვა