
ლათინური სახელწოდება - Viola tricolor L.
მიეკუთვნება იისფერ ოჯახს (Violaceae). გამოიყენება ყვავილობის პერიოდში დაკრეფილი და გამხმარი მიწისზედა ორგანოები.
გამრავლება - ველურად გაზრდილ მცენარისაგან ან კულტივირებულიდან.
შემცველი სასარგებლო ნივთიერებები და გამოყენება. ყვავილობის პერიოდში მყოფი იაჟუჟუნას ფესვები შეიცავენ საპონინებს და მცირე რაოდენობით ეთეროვან ზეთებს (0,01%), ყვავილები კი - ფლავონოგლიკოზიდ რუტინს და ანტოციანურ გლიკოზიდ ვიოლანინს. სამკურნალო დანიშნულებით მისი გამოყენება ხდება, პირველ რიგში, შარდის გამომყოფი სისტემის, კანის დაავადებების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე - ლორწოს შემცველობის გამო - როგორც ამოსახველებელი საშუალება, სასუნთქი გზების კატარის დროს.
იაჟუჟუნას გააჩნია ძალიან დატოტვილი, ბოჭკოებით მდიდარი ფესვთა სისტემა. ნაყოფი წარმოადგენს სამსაგდულიამ კაფსულას, საიდანაც გასკდომისას 1 მმ ზომის უამრავი მოყვითალო - მოყავისფრო თესლი იყრება. ათასი მარცვლის წონა: 0,3 – 0,8 გ.
ზრდა - განვითარების ადგილი. იაჟუჟუნას მოყვანა შესაძლებელია ყველანაირ ნიადაგზე: ქვიშიან, ტორფიან და თიხნარ ნიადაგზე. იგი კარგად იზრდება ნეშომპალიან, ქვიშიან ნიადაგზე საკმარისი ტენიანობის პირობებში. პრეტენზია არ აქვს წინამორბედზე. არ არის მგრძნობიარე სიცივის მიმართ.
განოყიერება. ნაკელით ან კომპოსტით კარგად განოყირების გარდა საკვები ნივთიერებების საჭიროება შეადგენს 60 – 70 კგ/ჰა აზოტს, 60 - 80 კგ/ჰა ფოსფორს და 140 – 180 კგ/ჰა კალიუმს. სასუქის რაოდენობის 1/3 მხოლოდ პირველი მოცელვის შემდეგ შეაქვთ. მულჩის ფოლგების გამოყენების შემთხვევაში სასუქი ფოლგის დაგებამდე უნდა დაიყაროს.
მოვლა- მოყვანა. ღია გრუნტში თესვის მეთოდი: სათესლე კვალი წვრილი თესლისთვის გულდასმით უმდა მომზადდეს რამდენჯერმე დაფარცხვითა და მოტკეპნით. თესვა ხდება პუნქტირული (ერთმარცვლიანი) მანქანით აპრილის დასაწყისიდან. თესვის ნორმა 4 – 6 კგ/ჰა - ზე. რიგებს შორის მანძილი 30 სმ. ნიადაგის საკმარისი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში თესლი 2 კვირაში აღმოცენდება.
გადარგვის მეთოდი: შესაძლებელია აგრეთვე ჩითილის წინასწარი გამოყვანა თესლით აგვისტოს დასაწყისში (3 – 4 მარცვლის დათესვა) და დარგვა შავი მულჩის ფოლგაზე (სიგანე 1მ, სისქე 0,04 მმ, პოლიეთილენი) სექტემბრის შუა რიცხვებში, 3 რიგი ფოლგის თითო ზოლზე, დარგვის ინტერვალი 25 X 25 სმ. ამგვარი მეთოდი ძალიან აადვილებს სარეველებთან ბრძოლად და ზრდის მოსავლიანობას.
ორივე მეთოდის შემთხვევაში რიგებს შორის ნარგავი სარეველებისაგან უნდა სუფთავდებოდეს შეძლებისამებრ მრავალჯერადი გათოხნით.
დაავადებები და მავნებლები. ცრუ ნაცარი (Peronospora violae); ფოთლის ლაქების დაავადებები, გამოწვეული Colletotrichum dematium - ით, Ramularia lacteal - თი ან Agrestis - ით, Cercospora violae - თი; ობისმაგვარი ნაცრისფერი სიდამპლე ( Botrytis cinera), ნამდვილინაცარი ( Ery – siphe polyphaga).
მოსავლის აღება და მოსავალი. ბალახოვანი ნაწილის პირველი მოთიბვა ხდება სრული ყვავილობის პერიოდში უმთავრესად, ივნისის შუა რიცხვიდან ივლისის დასაწყისამდე, სანერგე კულტურის შემთხვევაში - მაისის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე. ამ დროს სკდება პირველი დამწიფებული თესლის კაფსულები. მოთიბვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგზე: სათიბი ცელი ისე მაღლა უნდა დაყენდეს, რომ უკიდერესი ქვედა გაყვითებული ფოთლები არ მოჰყვეს და ქვედა ნაწილმა ისევ მოახერხოს გაზრდა. ძალიან დაბალზე გათიბვამ მცენარის ჭკნობა შეიძლება გამოიწვიოს. მეორე გათიბვა შესაძლებელია აგვისტოს შუა რიცხვებში, სანერგე მცენარეებთან კი - ივლისის დასაწყისშივე.
აღებული მოსავალი მაშინვე გასაშრობად (40 – 50°C - ზე) უნდა გაიგზავნოს, რათა მცენარემ ქორფა მწვანე ფერი შეინარჩუნოს და საპონინის შემცველობა არ შემცირდეს. შემდეგ მცენარე სინათლისაგან მოშორებით უნდა შეიფუთოს. გაშრობის პროპორცია შეადგენს 5 - 6 : 1, მოსავლიანობა - 3 – 4ტ/ჰა (ორჯერადი, ზოგჯერ კი სამჯერადი გათიბვის შემდეგ).
-
ვაზის ჯიშები - ჩინური 17.01.2019 2468 ნახვა
-
ჟოლოს ნაცარი - სიმპტომები და პროფილაქტიკა 17.01.2019 2537 ნახვა
-
მოცხარის წამლობების ტაბულა 18.09.2019 3615 ნახვა