სამკურნალო მცენარეები - არნიკა
09 / 03 / 2020

ლათინური სახელწოდება: Arnica montana L.

მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს, Asteraceae (Compositae). გამოიყენება მისი გამშრალი კალათა.

სასაქონლო სახელწოდება: Flos Arnicae, Rhizoma A., Herba A. - არნიკას ყვავილი, არნიკას ფესურა, არნიკას მცენარე.

გამრავლება: ველურად ნაზარდისაგან და კულტურისაგან. ზოგიერთ ქვეყანაში ბუნების დაცვის მეთვალყურეობის ქვეშაა.

შემცველი ნივთიერებები და გამოყენება. არნიკა შეიცავს ეთეროვან ზეთებსა (0,1%, პირველ რიგში, აზულენსა და თ ი მ ო ლ ს) და გლიკოზიდებს (იზოკვერციტრინი) ყვავილში და რ ი ზ ო მ ა შ ი, აგრეთვე არნიკას ფლავონს, პრესორის ნივთიერებებს, ქოლინს, ტრიმეტილამინს, ბეტაინს, ქსანტოფილებს, ლუტეინს  და სხვა კაროტინოიდულ პიგმენტებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბიოტიკური და წნევის დამწევი მოქმედება. გამოიყენება ნაყენებსა და მალამოებში. არნიკა შედის აგრეთვე ჰომეოპათიური პრეპარატების შემადგენლობაში.

ზრდა - განვითარების ადგილი. არნიკა კარგად ხარობს საკვებით ღარიბ მდელოებზე წყალბადიონთა დაბალი შემცველობით. ბუნებრივი მდელო შეიძლება გამოდგეს წინამორბედად, თუ მათზე ძლიერი განოყიერება არ მომხდარა. იტანს მზესა და ძლიერ ნალექებს.

განოყიერება. გამოცდილების მიხედვით, არნიკა საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგზე ან მინერალური სასუქების შეტანაზე უაღრესად მგრძნობიარედ რეაგირებს. შეიძლება ფოთოლი დაიწვას ან მთელი მცენარე მოკვდეს.ამიტომ სასუქის საჭიროება არ არსებობს.

ჯიშები. სელექციური ჯიშები არ არსებობს. გაღივების უნარი ხშირად არ აქვს.საჭიროა თესლის საკუთარი გამრავლების მიღწევა ან სათესლე მასალის ბუნებაში შეგროვება.

მოყვანა. დღემდე ჩატარებული ცდები მინდორში ღია გრუნტში თესვას (უშუალოდ თესლის მოპოვების შემდეგ) უფრო ნაკლებად ეძღვნებოდა ვიდრე ჩითილების წინასწარ გამოყვანას. თესვა ხდება მარტის დასაწყისიდან სანერგეებში, რომელიც მცირედ განოყიერებულ სუბსტრატითაა გავსებული.არნიკას ნათესარი გადარგვას ყოველთვის ვერ იტანს. გაღივების ოპტიმალური ტემპერატურა 20° C. ზრდის ხანგრძლივობა დაცულ საკულტივაციო შენობაში 6 - 8 კვირას შეადგენს.  მაისის დასაწყისიდან შეიძლება დარგვა თავისუფალ ტერიტორიაზე კვლებში 3X20 სმ ინტერვალებით. ეს გვაძლევს 1600 დასარგავ ადგილს 100 კვადრატულ მეტრზე. ნარგავი სარეველებისაგან თავისუფალი უნდა იყოს, რადგანაც არნიკას კონკურენციის ნაკლები უნარი გააჩნია.

დაავადებები და მავნებლები. არაშესაფერის ნიადაგზე გვხვდება ქლოროზის გამოვლინებები, მღრღნელებისაგან დაღრღნილი, ჭიანაჭამი თავაკები, გამოწვეული ჭრელფრთიანი ბუზებით (Tephritis arnicae) ან ტრიპეტას სახეობებისაგან; ფოთლის წვა არაპარაზიტული ზემოქმედებისაგან; ნამდვილი ნაცარი (Sphaerotheca humuli var. fuliginea).

მოსავლის აღება. უმრავლეს შემთხვევაში დარგვის მეორე წლიდან ყვავილების თავაკები მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე რეგულარულად იკრიფება. თესლიმომწიფებას იწყებს ივლისის /სუა რიცხვებიდან. ჭიანაჭამი თავაკები გაშრობამდე უნდა გამოირჩეს. ბუნებრივი ან ხელოვნური შრობა მაქსიმუმ 42 ° C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თუ გაყიდვაში მოთხოვნილება სუფთა ყვავილზეა, მაშინ ყვავილის ჯამები გაშრობამდე უნდა გამოირჩეს. გაშრობის პროპორცია შეადგენს 4 – 5:1 - ს ყვავილებთან, ფესვებთან კი - 3:1. ფესვების ამოღება ხდება მიზნობრივად, ყვავილების მოპოვებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. სავარაუდოა 30 კგ 100მ2  მშრალი ფესვის, 5 – 8 კგ 100 მ2 ყვავილისბ თავაკების ან 3 – 5 კგ 100მ2 სუფთა ყვავილის ფურცლის აღება.

მონათესავე სახეობები. გაყიდვაში არსებული Flores Arnicae c.c. mexicane arnikas სახეობა კი არ არის, არამედ Heterotheca inuloides Cass - ი, რომლის ყვავილების თავაკებს მექსიკაში როგორც არნიკას, ისეთივე სამედიცინო გამოყენება აქვს, როგორც Arnica montana - ს. მოჰყავთ აგრეთვე Arnica chamissonis ssp. მას აღიარებენ იგივე ხარისხის სამკურნალო ნედლეულად.  

მსგავსი სიახლეები