
გამომწვევი სოკო - Nectria galigena Bres.
ღეროს ჩვეულებრივი კიბოს გამომწვევი სოკოები ინახებიან დაზიანებულ ორგანოებსა და ჩამოცვენილ დაავადებულ მცენარეულ ნარჩენებში
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 21-24°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.
დაავადების სიმპტომები. დაავადება მრგვალი ფორმის, მურა ფერის ჩაზნექილ ლაქებს და კიბოვან იარებს მერქანზე. ეს დაზიანებები ყოველ წელს ახალ-ახალი მიცელიუმით იფარება და ასევე წარმოიქმნება კორძები.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ნაკვეთის გაწმენდა დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისაგან.
- დაზიანებული ტოტების გასხვლა და განადგურება (დაწვა).
- კირის წასმა ვაშლის ტოტებსა და მთავარ ღეროზე.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია ადრე გაზაფხულზე მცენარეების დამუშავება 3%-ინი ბორდოს ხსნარით. ვეგეტაციის პერიოდში განსაზღვრულ ეტაპებზე გამოიყენება: სპილენძის შემცველი ფუნგიციდები. ზაფხულის განმავლობაში წამლობა შესაძლოა ჩატარდეს საშუალოდ 3-ჯერ.
-
მარწყვის წამლობების ტაბულა 17.09.2019 1298 ნახვა
-
ფრინველის ტულარემია - სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 2390 ნახვა
-
მევენახეობის მიკროზონები - წინანდალი 15.01.2019 2020 ნახვა