
ნიორი ერთ – ერთი უძველესი კულტურაა, რომლის გამოყენება ადამიანებმა დიდი ხნის წინ დაიწყეს კულინარიაშიც და მედიცინაშიც. ის ჩვენთან აზიიდან შემოვიდა. ოთხი ათასი წლის წინ მოჰყავდათ ცენტრალურ აზიაში, ირანში და პაკისტანში. ის სავალდებულო პროდუქტი იყო ძველი ეგვიპტელებისთვის.ეგვიპტელები ნივრით კვებავდნენ მონებს, რომლებიც მძიმე სამუშაოს ასრულებნდნე, რათა ძალა მიეცათ და დაავადებების წარმოშობისგან თავიდან აეცილებინათ . ფარაონის ტუტანხამუნის უძველესი საფლავის გათხრებისას ნაპოვნი იქნა ნივრის თავები.
ინდოელები ფართოდ იყენებდნენ მის ძვირფას თვისებებს სამკურნალო მიზნებისთვის, მაგრამ მიუხედავად სანელებლებისადმი სიყვარულისა, ისინი არ იყენებდნენ ნიორსკერძებში. ბერძნები და რომაელები თავდაპირველად არც მცენარეს იწონებდნენ, რადგან სუნი ძალიან მკვეთრი ჰქონდა. მაგრამ უკვე ჩვენი ეპოქის დასაწყისში, ნიორი გააშენეს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და ის გახდა კულინარიაში საყვარელი სუნელი. ნიორი ბიბლიაშიც კი არის ნახსენები.
ნივრის სამკურნალო თვისებები. ნიორი ხელს უწყობს ნაწლავში პათოგენური მიკროფლორის განდევნას, აუმჯობესებს ფერმენტების სეკრეციას და კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. ნიორი გამოიყენება, როგორც მეტეორიზმის წამალი, კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ყაბზობის, ბრმა ნაწლავის ანთების სამკურნალოდ.
აძლიერებს იმუნურ სისტემას. გაციების, სურდოს, ყელის ტკივილის, ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების, გრიპის დროს ნიორი თქვენი საიმედო თანაშემწე იქნება დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, ნივრის აქტიური ნივთიერებები ასუფთავებს ნახველს და ხელს უწყობს მის სწრაფ აღმოფხვრას.
ნიორი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებაა. იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, სისხლძარღვების კედლებს უფრო ელასტიურს ხდის და ამით ხელს უშლის ათეროსკლეროზს, სისხლის შედედებას, გულის შეტევას. იგი გამოიყენება ჰიპერტენზიისთვის, ამცირებს დატვირთვას გულზე, ზრდის გულის კუნთის ეფექტურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ალიცინის არსებობის წყალობით, ნიორი ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას. ნივთიერება ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს შლის, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უჯრედებზე და მათი არასწორი განვითარების პროვოცირება მოახდინოს.
ნიორი გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების პრევენციისათვის, რადგან იგი ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას. იგი ასევე სასარგებლოა ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებისთვის და ფსიქიური სტრესის დროს. ხანდაზმულ ადამიანებში ეს ხელს უშლის ხანდაზმულებში სკლეროზის განვითარებას და ინსულტის განვითარეაბას.
აღსანიშნავია, რომ ნიორი გამოიყენება მეჭეჭების მოსაშორებლად, თმის ცვენის დროს, აბსცესის სამკურნალოდ და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები. არ შეიძლება ნივრის გამოყენება:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გასტრიტის და წყლულოვანი დაავადებების დროს;
- პანკრეატიტის დროს;
- ანემიის დროს (ანემია);
- შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს;
- ბუასილის დროს.
-
ჭარხლის ჭრაქი ანუ პერენოსპოროზი – სიმპტომები და ბრძოლის წესები 18.01.2019 3185 ნახვა
-
ევგენოლის რეჰანი - გამრავლების აგროწესები, გამოყენების სფერო 06.05.2019 2948 ნახვა
-
საზამთრო - წამლობების ზოგადი სქემა 04.05.2019 4767 ნახვა