მევენახეობის მიკროზონები - ნაფარეული
15 / 01 / 2019

ნაფარეულის მიკროზონა მდებარეობს შიგნი-კახეთში თელავის მუნიციპალიტეტში.ნაფარეულში მზადდება უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი და მშრალი თეთრი ღვინო. მშრალი წითელი ღვინო მზადდება საფერავისგან დურდოზე ბოლომდე დადუღებით. ღვინო მუქი წითელია, ხასიათდება ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით და განვითარეული ბუკეტით. თეთრი ნაფარეული მზადდება რქაწითელისგან. ღვინო ღია ცალისფელია გემოტი სასიამოვნო, ხალისიანი, ხასიათდება ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტიტა და მინდვრის ყვავილების ნაზი ტონებით.

მსგავსი სიახლეები