
ლათინური დასახელება: Pisum sativum L.
ბოტანიკური ოჯახი: პარკოსანთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა: ერთწლიანი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 15-20°С
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 70-75%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 70-80%
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 6,0-7,0
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი პარკებს განვითარებისას: -2°С -დან-3°С-მდე
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 29°С
სასურველი წინამორბედი კულტურები: სიმინდი, თავთავიანი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები
არასასურველი წინამორბედი კულტურები: პარკოსნები
ბოტანიკური აღწერილობა. ბარდა პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მისი ფესვი მთავარღერძიანია, უხვად დატოტვილია და ღრმად ჩადის ნიადაგში.
ღერო წახნაგოვანია, ბალახნაირი, გართხმული ან ნახევრად ხვიარა.
ფოთოლი რთულია, წყვილფრთა ფოთოლაკებით, რომელიც დატოტვილი პწკალებით თავდება. ფოთლის ყუნწის ფუძეში ორი დიდი თანაფოღოლია ღეროზე შემოხვეული და შეზრდილი: ყვავილები გამოდიან ფოთლის იღლიიდან და ჯგუფ-ჯგუფად სხედან ყუნწზე, ორ-ორი, სამ-სამი ან იშვიათად მეტი.
ყვავილს აქვს 10 მტვრიანა, მათგან 9 შეზრდილი და ერთი განცალკევებული.
ბარდას ნაყოფი პარკია მოყვანილობით სწორი ან მოხრილი, პარკში 3-10 მარცვალია.
მარცვალი მომრგვალოა, მოთეთრო, მოვარდისფრო ან მწვანე.
1000 ცალი მარცვლის მასა ჯიშების მიხედვით მერყეობს 150-დან 340 გრამამდე.
-
აგრო-ბიბლიოთეკის ინოვაციური მოდელი ქედაში 24.04.2019 1918 ნახვა
-
ქარსაფარი ზოლი ციტრუსოვანი კულტურებისათვის 04.05.2019 3764 ნახვა
-
კიტრის მწვანე მოზაიკა - სიმპტომები და პროფილაქტიკა 17.01.2019 2930 ნახვა