საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობას".
აგრო-საკონსულტაციო სფეროში არსებული სიტუაციის შესწავლის და შესაბამისი კვლევების განხორციელების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეიქმნა ცოდნის და ინფორმაციის გავრცელებაზე ორიენტირებული ინოვაციური პლატფორმა - აგროპედია.
აგროპედია წარმოადგენს თანამედროვე და მუდმივად განახლებად აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ აპარატში - აგროპედიას კიოსკში, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია მუნიციპალეტეტებში, ისეთ საჯარო დაწესებულებებში, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი ფერმერები. ასეთი დაწესებულებებია: გამგეობები, მუნიციპალიტეტის მერია, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი სამსახურები და სხვ. კიოსკით სარგებლობა უფასოა, საჭირო ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მარტივად – ეკრანზე ხელის შეხებით.
კიოსკის დიზაინი და მოხმარების წესი მაქსიმალურად ადაპტირებულია ფერმერთა საჭიროებებზე. პროგრამის მართვა კიოსკებში ინფორმაციის განახლება, ანუ ახალი აგრო-საკონსულტაციო პროფილის მასალების სისტემატური დამატება წარმოებს ცენტრალიზებულად, „საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ ექსპერტების მიერ, საჯარო სექტორში მომუშავე სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ამ დროისათვის აგროპედიას კიოსკებში მოცემულია 2000-ზე მეტი სტატია და მასალა სხვადასხვა აგრო-ღონისძიებისა თუ სერვისის შესახებ.
აგროპედიას კიოსკებს გააჩნიათ უკუკავშირის ფუნქცია - ანუ დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც შემდეგ განთავსდება კიოსკებში. ამ ფუნქციით მოსარგებლე ფერმერთა ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა არის პლატფორმის ინტერნეტში განთავსება. გარდა ამისა, აგროპედიას პროექტის მიმართულებით ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პლატფორმის პოპულარიზაცია. თუმცა ამავე დროს აღსანიშნავია, რომ აგროპედიას უმთავრესი ბენეფიციარები არიან მცირემიწიანი ფერმერები, რომელთაც შეზღუდული აქვთ ინტერნეტთან წვდომა. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ აგროპედიას კიოსკებში არსებული მასალების საერთო რაოდენობის მხოლოდ 35% განთავსებულიყო ინტერნეტში, განსხვავებული/შეცვლილი (ძირითადად სპეციალისტებსა და სტუდენტებზე ორიენტირებული) ფორმატით. ამ მიზნით შეიქმნა წარმოდგენილი საიტი, სადაც პერიოდულად იწარმოებს აგრო-საექსტენციო სახის მასალების დამატება, 35%-იანი პროპორციის დაცვით.
გარდა ამისა, წარმოდგენილი საიტის საშუალებით ორგანიზაცია ხელს შეუწყობს როგორც მისი წევრი ექსპერტების, ასევე აგრარული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების მიერ შექმნილ აგრო-საკონსულტაციო პროფილის მასალების გავრცელებას და ქართულ ბაზარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის-ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.